დიმიტრი ცქიტიშვილი - ეკა ბესელიამ გადაწყვიტა, რომ არ გავიდეს უმრავლესობიდან, რაც ძალიან დასაფასებელია

ამ შემთხვევაში ეკა ბესელიამ გადაწყვიტა, რომ არ გავიდეს უმრავლესობიდან, რაც ძალიან დასაფასებელია, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დიმიტრი ცქიტიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. დეპუტატი უარყოფს, რომ მმართველ გუნდში დაპირისპირებაა და ის მიმდინარე პროცესებს აზრთა სხვადასხვაობას უწოდებს.

ამასთან, დეპუტატმა აღნიშნა, რომ ნებისმიერი ნაბიჯი ეკა ბესელიას გადასაწყვეტია.

„პოლიტიკურ გუნდში არ არის დაპირისპირება, ეს არის აზრთა სხვადასხვაობა. ეს ძალიან ადეკვატურია იმ მრავალფეროვანი პარტიისა, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით. ამიტომ ჩვენ ამაში სენსაციურს ვერაფერს ვხედავ. საკითხი არის საკმაოდ მნიშვნელოვანი და დიდწილად ქვეყნის მომავალს შეეხება, სწორედ ამან განაპირობა ძალიან ემოციური დამოკიდებულება და ბევრი დეპუტატის ჩართვა. იმედი მაქვს, ძალიან სწორად წავიყვანთ ამ პროცესს და საბოლოო ჯამში ამდენ გამოწვევას გამოვიყენებთ იმისთვის, რომ კიდევ უფრო კარგი სასამართლო სისტემა შევქმნათ მაღალი რეპუტაციის მქონე მოსამართლეებით,"- განაცხადა ცქიტიშვილმა.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს