სერგო მეთოფიშვილი ანა დოლიძეს - მოსამართლეებს პასუხის ღირსად არ თვლით?

მოსამართლეები იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრს, ანა დოლიძეს მოუწოდებენ, ღიად დააფიქსიროს საკუთარი მოსაზრება, რის საფუძველზე უჭერს მხარს ცხრა დეპუტატის კანონპროექტს, რომელიც მოსამართლეთა უვადოდ განმწესების შეჩერებას გულისხმობს.

საბჭოს მოსამართლე წევრის, სერგო მეთოფიშვილის თქმით, მოსამართლეები ანა დოლიძისგან დასაბუთებული პოზიციის მოსმენას ღიად ითხოვენ.

„სხდომა ღიად მიმდინარეობს. როდესაც ვსაუბრობთ ღიაობაზე, ეს არის ის, რასაც საზოგადოება მოითხოვს. დღეს საკმაოდ მოვისმინეთ მოსამართლეთა აზრი. მაინტერესებს, თუ ჟურნალისტებთან შეიძლება პოზიციის დაფიქსირება, აქ არ შეიძლება?! ქალბატონმა ანამ დააფიქსირა, რომ არ ვუჭერ მხარს მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნასო. მოსამართლეებს პასუხის ღირსად არ თვლით, თუ რა ხდება?! გვითხარით, თქვენი პოზიცია. მშვიდ ვითარებაში კონსტუქციული მსჯელობაა, თქვენთვის არაკომფორტული გარემო არანაირად არ არის. ამაზე ღიად საბჭოს სხდომა ვერ წარმომიდგენია. მედიაც ესწრება და გთხოვთ დაგვისაბუთოთ, რატომ უჭერთ კანონპროექტს მხარს?!" - განაცხადა სერგო მეთოფიშვილმა.

ანა დოლიძეს კანონპროექტთან დაკავშირებით მოსაზრების დაფიქსირება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე დიმიტრი გვრიტიშვილმა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლებმა ნინო სანდოძემ და ირაკლი შენგელიამაც სთხოვეს.

„დაუსაბუთეთ ამ ხალხს, იქნებ ეთანხმებიან. აქ სრული დუმილია, დარწმუნებული ვარ, გაბრძანდებით გარეთ და იქნება კომენტარები“, - განაცხადა ირაკლი შენგელიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა