დავით სერგეენკო 13 წლის ბიჭის მკვლელობაზე - ყველასთან მექნება სათხოვარი, რომ ასეთ ტრაგიკულ შემთხვევებზე ნუ აკეთებენ ექსპერტულ დასკვნებს და სისტემურ ანალიზს

პირველ რიგში, ყველასთან მექნება უმორჩილესი სათხოვარი, რომ ასეთ ტრაგიკულ შემთხვევებზე ნუ აკეთებენ ექსპერტულ დასკვნებს და სისტემურ ანალიზს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ რუსთავში, ბიძის მიერ 13 წლის ძმის შვილის მკვლელობის საქმეზე კომენტირებისას განაცხადა, როდესაც გამოეხმაურა ინფორმაციას, რომ მკვლელობაში ბრალდებულს თბილისის ფსიქიატრიულში შესაბამისი დახმარების გაწევაზე უარი უთხრეს.

„ყველაფერს თავისი წესი და რიგი აქვს. თუკი ეს რაიმე ნივთიერებით გამოწვეული ფსიქოზი იყო, ამის მკურნალობაზე, როგორც ამბულატორიულად, ისე სტაციონარულად, სახელმწიფო ზრუნავს. ასეთი შემთხვევები რაღაც შორსმჭვრეტელური სისტემური დასკვნების დასადებად არანაირად არ არის გამართლებული და ამისთვის არსებობს ურთიერთობისა და თანამშრომლობის საქმიანი ფორმატი”,- განაცხადა დავით სერგეენკომ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ რუსთავში მკვლელობა მოხდა. მე-8 მიკრორაიონში ბიძამ 13 წლის ბავშვი მოკლა. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.

ძმის შვილის მკვლელობაში ბრალდებული ვალერი ირემაძე წინასწარი მოთავსების იზოლატორიდან ექიმების გადაწყვეტილებით, ფსიქიატრიულ დაწესებულებაში წუხელ გადაიყვანეს.

უწყების განმარტებით, დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაყვანისთანავე, ექიმებმა დაკავებული შეამოწმეს და მიიღეს გადაწყვეტილება, რომ მას ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გადაყვანა და დახმარება ესაჭიროებოდა.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა