ამირან გამყრელიძე - გრიპით ავადობის მაჩვენებელი მცირდება და დღევანდელი მონაცემით, 100 000 მოსახლეზე 186-ია

გრიპით ავადობის მაჩვენებელი 100 000 მოსახლეზე 186-ს შეადგენს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განუცხადა. მისი თქმით, გრიპით ავადობისა და რესპირატორული დაავადებებით ჰოსპიტალიზების მაჩვენებელი მცირდება.

“გრიპით ავადობის მაჩვენებელი მცირდება და დღევანდელი მონაცემით 100 000 მოსახლეზე 186-ია, გასულ კვირას 211-ს შეადგენდა. მოგეხსენებათ, პიკი დეკემბრის ბოლო კვირა იყო, როცა 100 000 მოსახლეზე ავადობის მაჩვენებელი 277 იყო. ასევე, ე.წ მწვავე რესპირატორული დაავადებებით ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელიც 18,2%-მდეა ჩამოსული, წინა კვირას კი 21% იყო. ეს ნიშნავს, იმას რომ სიტუაცია დამშვიდებისკენ მიდის, მაგრამ ჩვენ ხაზს ვუსვამთ, რომ გრიპის სეზონი ევროპაში დაახლოებით, აპრილამდე ან აპრილის შუა რიცხვებამდე გრძელდება. ევროპის ქვეყნებში თებერვალში დაიწყო ის პიკი, რაც ჩვენ იანვარში გვქონდა, ამიტომ სიფრთხილე და მზადყოფნა ყოველთვის უნდა გვქონდეს, რადგან გრიპს ტალღისებური განვითარება ახასიათებს”,- აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა