ვანო ზარდიაშვილი - იურიდიული კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ უნდა განმარტოს, რატომ მოახდინა ისეთი პროექტის ინიცირება, რომელიც კონსტიტუციას ეწინააღმდეგება

კანონპროექტის იდეის ავტორმა, იურიდიული კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ უნდა განმარტოს, რა მიზნით მოახდინა ისეთი პროექტის ინიცირება, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ვანო ზარდიაშვილმა მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის შეჩერების შესახებ ეკა ბესელიასა და მისი თანამოაზრეების მიერ მომზადებულ საკანონმდებლო ინიციატივაზე საუბრისას განაცხადა.

„ჩემი აზრით, არა მხოლოდ მან, არამედ პროცესში ჩართულმა ყველა იურისტმა უნდა უპასუხოს კითხვას - კონსტიტუციას შეესაბამება თუ არა ეს ინიციატივა. აქ გამოჩნდება, ვის აინტერესებს კანონი და ვინ არის სუბიექტურად დაინტერესებული ამ საქმეში,“ - განაცხადა ვანო ზარდიაშვილმა.

პარლამენტის ბიუროს 11 თებერვლის სხდომაზე “საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებები წარედგინება, რომელიც 2024 წლის 31 დეკემბრამდე საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეთა უვადოდ გამწესების შეჩერებას ითვალისწინებს.

საკანონმდებლო ინიციატივას პარლამენტის ცხრა წევრი: ეკა ბესელია, გედევან ფოფხაძე, ლევან გოგიჩაიშვილი, ოთარ ჩრდილელი, ალექსანდრე ერქვანია, ზვიად კვაჭანტირაძე, კობა ნარჩემაშვილი, დავით ჭიჭინაძე და ლევან კობერიძე აწერენ ხელს.

კანონპროექტის განმარტებით ბარათში ხაზგასმულია, რომ ვენეციის კომისიამ 2017 წლის 19 ივნისის დასკვნაში ცალსახად აღნიშნა, რომ მიესალმება მოსამართლეთა გამოსაცდელი ვადის გამოყენებას 2025 წლამდე, ვინაიდან “2025 წლამდე უნდა დასრულდეს იუსტიციის უმაღლესი სკოლის რეფორმა, რის საფუძველზეც ამ უკანასკნელს ექნება შესაძლებლობა გამოუშვას სათანადოდ მომზადებული სასამართლო პერსონალი’’.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა