ანა დოლიძე - იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ჩემი და ნაზი ჯანეზაშვილის მიმართ ამხანაგური სასამართლო სხდომა მოაწყო

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ამხანაგური სასამართლო სხდომა მოაწყო ჩემი და ნაზი ჯანეზაშვილის მიმართ,- ასე შეაფასა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ საბჭოს გასვლითი სხდომა, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოში გაფართოებულ ფორმატში ჩატარდა.

როგორც ცნობილია, სხდომაზე მყოფი მოსამართლეები საბჭოს ორი არამოსამართლე წევრისგან, ნაზი ჯანეზაშვილისა და ანა დოლიძისგან ითხოვდნენ არგუმენტებს, თუ რის საფუძველზე უჭერენ მხარს კანონპროექტს, რომელიც მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერებას გულისხმობს.

როგორც ჟურნალისტებს ანა დოლიძემ განუცხადა, დღევანდელი შეხვედრის ორგანიზების ფორმაზე მათთვის არავის უკითხავს, ხოლო მოსამართლეების განწყობა.

ცალსახად აჩვენებდა იმას, რომ შეხვედრის მიზანი მორიგი ამხანაგური სასამართლოს მოწყობა იყო.

დოლიძის თქმით, ორივე მათგანი მიჩვეულია „მიკრომასშტაბის თავდასხმებს" საბჭოს წევრების მხრიან.

„დღეს ვიხილეთ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მცდელობა, მთელი ქვეყნის მასშტაბით სასამართლო სხდომების გაუქმების ხარჯზე, სახელმწიფოს უდიდესი რესურსის დახარჯვის ხარჯზე, აქ მოსამართლეები სხვადასხვა რეგიონებიდან, რათა მოეწყოთ ამხანაგური სასამართლო ჩემთვის და ნაზი ჯანეზაშვილისთვის. ვიხილეთ ბევრად მეტი პიროვნული თავდასხმა ჩემსა და ნაზის მიმართ, ვიდრე რაიმე საქმიანი ან სამართლებრივი კითხვა, რომელიც პირველ რიგში, პარლამენტისკენ უნდა იყოს მიმართული. საბჭოს მხრიდან ამხანაგური სასამართლოს მოწყობის მცდელობა ყველაზე კარგი დასტურია იმისა, რომ ჩვენს სასამართლო ხელისუფლებას მართლაც სჭირდება სწრაფი და სერიოზული ცვლილებები“, - განაცხადა ანა დოლიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა