1-ელი იანვრიდან დღემდე, საქართველოში წითელას 1370 შემთხვევა დაფიქსირდა

1-ელი იანვრიდან დღემდე, საქართველოში წითელას 1370 შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ჟურნალისტებს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განუცხადა.

მისივე თქმით, წითელას აცრა დამატებით 65000-მა პირმა ჩაიტარა. ამასთან, ბოლო 1 თვის მონაცემებით, წითელას გეგმური აცრა 11000-მა ბავშვმა ჩაიტარა.

„წითელასთან დაკავშირებით ძალიან ინტენსიური შემაკავებელი ღონისძიებები მიმდინარეობს. ჯერჯერობით სტაბილიზაციის ელემენტები გვაქვს, მაგრამ შემთხვევათა რაოდენობა იზრდება. დღევანდელი მონაცემებით, 1-ელი იანვრიდან წითელათი ავადობის მაჩვენებელი 1370-სს შეადგენს. მნიშვნელოვანია, რომ აცრების ჩატარება ძალიან ინტენსიური გახდა - წითელაზე დამატებით 65 0000 ადამიანი აიცრა, რომელშიც არ შედის ის გეგმური აცრები, რომლებიც ბავშვებისთვის ტარდება 1 თვის განმავლობაში. ერთადერთი საშუალება, რომ წითელა შევაჩეროთ, არის მასობრივი ვაქცინაცია”,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე