ადა მარშანიამ გიგი წერეთელს „უნამუსო“ უწოდა

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე, „ევროპული საქართველოს“ წევრს გიგი წერეთელსა და „პატრიოტთა ალიანსის“ წევრს ადა მარშანიას შორის ურთიერთშელაპარაკება მოხდა.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის ნინო გოგუაძის მოხსენების დროს „ევროპული საქართველოს“ დეპუტატებმა გიგა ბოკერიამ და გიგი წერეთელმა დეზინფორმაციის და პროპაგანდის საკითხებთან დაკავშირებით „რუსული ნარატივი“ ახსენეს, რასაც ადა მარშანიას მხრიდან უკმაყოფილება მოჰყვა.

„უმრავლესობის და ოპოზიციის მხრიდან საკმაოდ კარგი და კონსტრუქციული წინადადებები იყო. ქალბატონი ადა არ ვიცი, რას ფიქრობს, მაგრამ მთელი მსოფლიო თანხმდება, რომ რუსეთი ყველგან ქმნის საფრთხეს თავისი რბილი ძალის გამოყენებით, პროპაგანდის ინსტრუმენტებით და ამაში დიდი ინვესტიციები იდება. ერთ-ერთი ყველაზე ხელშესახები შედეგი ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე აქვთ. ამიტომ, მგონია, რომ ამაზე ჩვენ არ უნდა ვიკამათოთ“, - აღნიშნა გიგი წერეთლმა, რომლის განცხადებასაც ადა მარშანიამ უპასუხა და წერეთელს „უნამუსო“ უწოდა.

„ძალიან მიშლი ნერვებს“, - მიმართა ადა მარშანიამ გიგი წერეთელს.

„რომ იცოდეთ, ქალბატონო ადა, დედაჩემი ოჩამჩირედანაა და ჩვენც გვქონდა იქ სახლი. მოიცა, ახლა, ადა, რა დაგემართა, ვერ გავიგე? ნერვებს თუ გიშლით, ამისთვის ბევრი საშუალებაა, მაგრამ ზედმეტი არ უნდა ილაპარაკოთ. შეიძლება, ჩვენც გვიშლით ნერვებს? რას ჰქვია უნამუსო, ვერ გავიგე? ჩემი ნამუსი შენი შესაფასებელი არაა, საბედნიეროდ. ძალიან გთხოვ, რომ ზედმეტი არ მოგივიდეს“, - მიმართა წერეთელმა მარშანიას.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა