გია ვოლსკი - თუკი მე და უმრავლესობის გარკვეულ წევრებს კონსტიტუციასთან წინააღმდეგობა გვეჩვენება, ეს არ ნიშნავს, რომ არ უნდა მოვუსმინოთ ამ კანონპროექტის ავტორთა არგუმენტებს

"თუკი მე და უმრავლესობის გარკვეულ წევრებს კონსტიტუციასთან წინააღმდეგობა გვეჩვენება, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ უნდა მოვუსმინოთ ამ კანონპროექტის ავტორთა არგუმენტებს", - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერების საკანონმდებლო ინიციატივის შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული კანონპროექტი შესაძლოა დისკრიმინაციული იყოს იმ მოსამართლეთა მიმართ, რომლებსაც კონსტიტუციით უკვე შეუძლიათ, რომ უვადოდ გამწესდნენ.

"არც ვანო ზარდიაშვილისთვის და არც ჩემთვის ჯერჯერობით ცნობილი არ არის, როგორი იქნება ამ კანონპროექტის შეფასება. ისე, ჩემი პირადი აზრია, რომ კონსტიტუციური ნორმა მნიშვნელოვანწილად გასათვალისწინებელია. არის კიდევ რაღაც თემა, რომელიც დისკრიმინაციულ ვითარებაში აყენებს მოსამართლეებს, რომლებსაც კონსტიტუციის მიხედვით, უკვე შეუძლიათ უვადოდ დანიშვნა მიიღონ. არის საკითხები, რომელსაც სიღრმისეულად სჭირდება ჩაყოლა. თვითონ ეკა ბესელია და ამ კანონპროექტის სხვა ავტორები არ არიან ის ადამიანები, ვინც არ იცის კონსტიტუცია ან კანონები. ასე რომ, მათ აქვთ თავიანთი მოსაზრებები და ეს მოსაზრებები აუცილებლად უნდა მოვისმინოთ. თუკი მე და უმრავლესობის გარკვეულ წევრებს კონსტიტუციასთან წინააღმდეგობა გვეჩვენება, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ უნდა მოვუსმინოთ მათ არგუმენტებს", - განაცხადა ვოლსკიმ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა