13 წლის მოზარდის მკვლელობაში ბრალდებულს ფსიქიატრულ დაწესებულებაში ბრალს რამდენიმე წუთში წარუდგენენ

13 წლის მოზარდის მკვლელობაში ბრალდებულ ვალერი ირემაძეს, ფსიქიატრულ დაწესებულებაში ბრალს რამდენიმე წუთში წარუდგენენ. სამედიცინო დაწესებულებაში ბრალის წარდგენა ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე გადაწყდა.

მკვლელობაში ბრალდებული პაციენტი მთელი დღის განმავლობაში მედიკამენტების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა, რის გამოც მასთან კომუნიკაცია ამ დრომდე ვერ ხერხდებოდა.

ბრალდებულის ადვოკატის განცხადებით, ბრალის წარდგენის შემდეგ გახდება ცნობილი, თუ რას ედავება გამოძიება ბრალდებულს. მისივე თქმით, მტკიცებულებების გადაცემის შემდეგ დაცვის მხარე მიიღებს ყველა შესაბამის ზომას ექსპერტიზის ჩასატარებლად, რაც დაადასტურებს, რომ დაკავებულს ფსიქიკური პრობლემები აქვს.

13 წლის ძმის შვილის მკვლელობაში ბრალდებული ვალერი ირემაძე წინასწარი მოთავსების იზოლატორიდან ექიმების გადაწყვეტილებით, ფსიქიატრიულ დაწესებულებაში წუხელ გადაიყვანეს.

შსს-ს ინფორმაციით, დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაყვანისთანავე, ექიმებმა დაკავებული შეამოწმეს და მიიღეს გადაწყვეტილება, რომ მას ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გადაყვანა და დახმარება ესაჭიროებოდა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ რუსთავში მკვლელობა მოხდა. მე-8 მიკრორაიონში ბიძამ 13 წლის ბავშვი მოკლა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.

იხილეთ ვიდეო: 13 წლის მოზარდის მკვლელობაში ბრალდებულს ბრალს წარუდგენენ

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა