13 წლის ძმის შვილის მკვლელობაში ბრალდებულს ბრალი წინასწარი შეცნობით, განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მკვლელობის მუხლით წარედგინა

13 წლის ძმის შვილის მკვლელობაში ბრალდებულ 29 წლის მამაკაცს ბრალი წაუყენეს. როგორც ვალერი ირემაძის ადვოკატმა ზურა დალაქიშვილმა განაცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალი 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და მესამე ნაწილის „ბ“ პუნქტებით წაუყენეს, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობას, წინასწარი შეცნობით, არასრულწლოვნის მიმართ, განსაკუთრებული სისასტიკით.

ადვოკატის თქმით, ბრალდებული დუმილის უფლებით სარგებლობს. ხვალ იგეგმება სასამართლო სხდომა, სადაც მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებენ.

გამომძიებელ ნუკრი მატუას განცხადებით, ბრალდებული კონტაქტურია, თუმცა დუმილის უფლებით სარგებლობს, ასევე, დაგეგმილია ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარება.

სასამართლო სხდომის ჩატარებამდე ბრალდებული რუსთავის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში დარჩება.

იხილეთ ვიდეო: 13 წლის მოზარდის მკვლელობაში ბრალდებულს ფსიქიატრულ დაწესებულებაში ბრალი წარუდგინეს

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა