ურუგვაელი მწერლის, მარიო ბენედეტის რომანების პირველი ქართული გამოცემის წარდგენა „სტამბის წიგნებში“ გაიმართება

დღეს, მაღაზიაში „Stamba's Books _ სტამბის წიგნები“ გამომცემლობა „პალიტრა L-ის“ ახალი თარგმანის, ურუგვაელი მწერლის, მარიო ბენედეტის რომანების - „სულის მოთქმა“ და „მადლობა ცეცხლისთვის“ წარდგენა გაიმართება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ გამომცემლობა „პალიტრა L”-დან აცნობეს, წიგნს წარადგენენ მთარგმნელი, ელზა ახვლედიანი და რედაქტორი, მაია ალუდაური.

მათივე ინფორმაციით, ლიტერატორი, ზაალ ჩხეიძე საჯარო ლექციას წაიკითხავს მწერლისა და მისი შემოქმედების შესახებ. ღონისძიებაზე წიგნი 20%-იანი ფასდაკლებით გაიყიდება.

თანამედროვე რეალიზმის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენლისა და არაერთი ლიტერატურული პრემიის მფლობელი რომანისტის, ესეისტისა და პოეტის, მარიო ბენედეტის რომანები ქართულ ენაზე პირველად გამოიცა. წიგნი გამომცემლობა „პალიტრა L-მა“ გამოსცა სერიაში „ლიტერე ინვენტე“.

„მარიო ბენედეტი სამხრეთ-ამერიკული ლიტერატურის მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი წარმომადგენელია. ყველაზე საკითხავი მწერალი, არა მხოლოდ ესპანურენოვან მკითხველში, არამედ მთელ ევროპაში, შეიძლება ითქვას. ვფიქრობთ, რომ მისი წიგნი ძალიან კარგი შენაძენი იქნება ჩვენი მკითხველისთვის“,- ამბობს წიგნის რედაქტორი, მაია ალუდაური.

მარიო ბენედეტის რომანები „სულის მოთქმა“ და „მადლობა ცეცხლისთვის“ ესპანურიდან თარგმნა ელზა ახვლედიანმა.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია