წყნეთში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული პირები ხეჩინაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს

წყნეთში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 6 პაციენტი ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კლინიკიდან აცნობეს.

პაციენტები გადაუდებელი დახმარების ცენტრში იყოფებიან და მათ შესაბამისი სამედიცინო გამოკვლევები უტარდებათ.

წყნეთში ავტოსაგზაო შემთხვევა დღეს დილით მოხდა. მუნიციპალური ავტობუსი საავტომობილო გზიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. დაშავებულები ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება გამოიწვია.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა