ხატია მოისწრაფიშვილი - საკმარისი იქნება თუ არა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში 60 თანამშრომელი, ეს გამოჩნდება სამუშაო პროცესში

საკმარისი იქნება თუ არა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში 60 თანამშრომელი, ეს გამოჩნდება სამუშაო პროცესში, - ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერმა ხატია მოისწრაფიშვილმა "ინტერპრესნიუსის" კითხვის პასუხად განაცხადა.

მისი თქმით, დროთა განმავლობაში გამოიკვეთება, საჭიროა თუ არა საშტატო ერთეულის გაზრდა.

"საკმარისი იქნება თუ არა 60 თანამშრომელი, ეს გამოჩნდება სამუშაო პროცესში. ჩვენ ამ ეტაპზე გვქონდა მოცემულობა, რომ ადმინისტრაციაში უნდა დასაქმებულიყო 60 საშტატო ერთეულით გათვალისწინებული თანამშრომელი. შესაბამისად, საკვალიფიკაციო მოთხოვნები, რომელიც მომზადდა და შემუშავდა, მოერგო სწორედ ამ მოთხოვნას. ჯერჯერობით ვმუშაობთ ამ მოცემულობით. დროთა განმავლობაში გამოიკვეთება, საკმარისია თუა არა ეს რაოდენობა და ან საჭიროა თუ არა გაზრდა,"- განაცხადა მოისწრაფიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა