2019 წლის იანვარში ტურიზმიდან შემოსავალი 5%-ით გაიზარდა

2019 წლის იანვარში საერთაშორისო მოგზაურობიდან შემოსავალმა 164.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 8 მილიონით მეტია (ზრდა +5%). ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ტურიზმის ადმინისტრაციიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისთვის საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობის მატებასთან ერთად განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ტურისტული ვიზიტების წილის ზრდა და საერთაშორისო ტურიზმიდან მეტი შემოსავლის მიღება.

„ეროვნული ბანკის წინასწარი მონაცემებით: 2018 წელს შემოსავალი საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველოში შეადგენს 3,2 მილიარდ დოლარს (ზრდა +18.4%), რაც 498 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

2018 წლის I-III კვარტლის ფაქტობრივი მდგომარეობით შემოსავალი საერთაშორისო მოგზაურობიდან შეადგენს 2,571 მილიონ დოლარს (ზრდა +20.5%), რაც 437 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე,” - ნათქვამია ინფორმაციაში.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი