დარეჯან ცხვიტარია კირკიტაძის პატიმრობაში დატოვებაზე - ამ ქვეყანაში სამართალი არ არსებობს

ესენი არიან ივანიშვილის მონები. კირკიტაძეს არ აპატიეს საპრეზიდენტო არჩევნებში პირველი და მეორე ტურის მოგება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს გურჯაანის რაიონულ სასამართლოში დავით კირკიტაძის თანაპარტიელმა, დარეჯან ცხვიტარიამ განუცხადა.

მოსამართლე დავით ნარიმანიშვილის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც დავით კირკიტაძის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება, პატიმრობა, ძალაში დარჩა, კირკიტაძის თანაგუნდელებისა და მხარდამჭერების უკმაყოფილება მოჰყვა.

„რა დააშავა კირკიტაძემ, რა დანაშაული აქვს, გზა რომ გადაუკეტეს და გამიხსენითო, რომ თქვა? კიდევ რაღაც იმედი მქონდა, რომ დაუშვებდნენ რაღაც პრეცედენტს, რომ სამართალი იზეიმებდა, მაგრამ ამ ქვეყანში სამართალი არ არსებობს. სანამ ივანიშვილი იარსებებს, ამ ქვეყანში ფასეული და ღირსეული არაფერი იარსებებს", - განაცხადა ცხვიტარიამ.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი