ანზორ ჩუბინიძე - ათონელის რეზიდენციაში გარკვეული სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულება ჯერ კიდევ მიმდინარეობს

ათონელის რეზიდენციაში მცირედი სამუშაოები კიდევ არის დარჩენილი, - ამის შესახებ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელმა ანზორ ჩუბინიძემ ათონელის რეზიდენციის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

"სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სისტემაშია უზრუნველყოფის სააგენტო, რომელიც რეზიდენციებთან დაკავშირებულ სარემონტო სამუშაოებს უზრუნველყოფს. გიდასტურებთ, რომ სამუშაოები მიმდინარეობს და გარკვეული მცირედი სამუშაოები კიდევ არის დარჩენილი. რა ვადა დასჭირდება დასრულებას ვერ გეტყვით, რადგან ჯერ კიდევ მიმდინარეობს გარკვეული სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულება", -განაცხადა ჩუბინიძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ავლაბრის რეზიდენციის ნაცვლად, ათონელის რეზიდენციაში მუშაობს.

იხილეთ ვიდეო: "ათონელის რეზიდენციაში მცირე სამუშაოებია დარჩენილი" - ანზორ ჩუბინიძე

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა