რიმა ბერაძე - საკრედიტო ხაზით გამოყოფილი 62 მილიონი ლარით უმნიშვნელოვანესი პროექტები განხორციელდება

თბილისის საკრებულოს სხდომაზე სარევიზიო კომისიის თავმჯდომარემ და ჩუღურეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა რიმა ბერაძემ იმ ინფრასტრუქტურული პროექტების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება, რომლებიც საკრედიტო ხაზით გამოყოფილი 62 მილიონი ლარით განხორციელდება.

„ვფიქრობ, რომ თითოეული ჩვენგანი, განსაკუთრებით მაჟორიტარი დეპუტატები, საზოგადოებასთან ვართ ვალდებული თუ როგორ განვახორციელოთ ესა თუ ის პროექტი. ერთ-ერთი საკითხია ახალი საკრედიტო ხაზის გახსნა, რომ 62 მილიონით მოხდეს ახალი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება. ეს არის ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და განსაკუთრებით ჩემთვის, იმიტომ, რომ ამ თანხით ჩემს რაიონში იწყება ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება - ფიროსმანის ქუჩის აღდგენა-რეაბილიტაცია და ვფიქრობდი, რომ თითოეული თქვენგანი, მათ შორის ოპონენტებიც, გამოვიდოდნენ და იტყოდნენ, რომ ძალიან კარგ საქმეს აკეთებს თბილისის მერია,“- განაცხადა რიმა ბერაძემ.

სარევიზიო კომისიის თავმჯდომარემ ოპოზიციის იმ განცხადებაზეც ისაუბრა, რომელიც სოციალური პროექტებიდან პარტიის აქტივისტების დაფინანსებას ეხებოდა. მან აღნიშნა, რომ სარევიზიო კომისიას ოპოზიციის მიერ დაყენებული არცერთი საკითხი არ დაუტოვებია უყურადღებოდ.

„მინდა ლევან ხაბეიშვილს მივმართო, რომ არ ყოფილა საკითხი, თქვენ მიერ დაყენებული სარევიზიო კომისიაზე, რომელზეც არ გამოგვიჩენია ყურადღება და არ დაგვიწყია მოკვლევა. თქვენი ქმედებები და განცხადებები კამერების წინ არ არის საქმეზე ორიენტირებული და გირჩევთ, როგორც თქვენი კოლეგა, რომ უფრო საქმიან ატმოსფეროს დაუბრუნდეთ, რადგან ასეთი საქციელით ქულებს ვერ დაიწერთ,“- განაცხადა რიმა ბერაძემ.

ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა