აშშ-ის სენატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე - რუსეთი არის დამნაშავე მის მიერ რეგულარულად ჩადენილი ცუდი ქცევის გამო, ჩვენ უნდა ვუპასუხოთ მას

რუსეთი არის დამნაშავე მის მიერ რეგულარულად ჩადენილი ცუდი ქცევის გამო. ჩვენ უნდა ვუპასუხოთ მას, – ამის შესახებ აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ჯიმ რიშმა გაზეთ „The Charlotte Observer”-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, გაზეთისათვის მიცემულ ინტერვიუში აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ჯეიმს რიშმა (რესპუბლიკური პარტია-აიდაჰოს შტატი), სხვა საკითხებთან ერთად, რუსეთის მიერ საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე აგრესიულ ქმედებებსა და აშშ-ის მხრიდან საპასუხო ზომების განხორციელების მნიშვნელობაზე ისაუბრა. კერძოდ, რუსეთის მიერ საქართველოსა და უკრაინის (ყირიმის) წინააღმდეგ წარმოებულ სამხედრო ქმედებებზე საუბრისას, აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ჯიმ რიშმა აღნიშნა: „რუსეთი არის დამნაშავე მის მიერ რეგულარულად ჩადენილი ცუდი ქცევის გამო ... ჩვენ უნდა ვუპასუხოთ მას. ჩვენი საუკეთესო მიდგომა კინეტიკური ქმედებების გამოკლებით (რაც არავის არ სურს), სანქციებია. სწორედ ეს გავაკეთეთ და სწორედ ამიტომაც გავაკეთეთ ეს.“

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა