ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე წელს ე.წ. ღორის გრიპით დაავადების 49 შემთხვევა დაფიქსირდა

ოკუპირებულ აფხაზეთში, მიმდინარე წლის დასაწყისიდან, ე.წ. ღორის გრიპით დაავადების 49 შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ რადიო „სპუტნიკს“ ე.წ. მთავარმა სანიტარულმა ექიმმა ლიუდმილა სკორიკმა განაცხადა.

„გრიპით დაავადებულები ბავშვები და მოზარდები არიან, თუმცა უფრო ბავშვები ჭარბობენ, ვინაიდან ყველაზე მეტი სინჯები ბავშვებს ავუღეთ. როგორც კი აღნიშნულის პროფილაქტიკას დავიწყებთ, დაავადება გაქრება“, - განაცხადა დე ფაქტო მთავარმა სანიტარულმა ექიმმა.

მისივე თქმით, სტატისტიკა ცხადყოფს, რომ ე.წ. ღორის გრიპით დაავადების შემთხვევები იზრდება.

„ჩვენი მოსახლეობა სანიტარული თვალსაზრისით განათლებული რომ ყოფილიყო, ვაქცინაცია რომ დროულად ჩაეტარებინათ, ამ დაავადებას საერთოდ არ ექნებოდა ადგილი“, - განაცხადა ლიუდმილა სკორიკმა.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა