ათონელზე მდებარე პრეზიდენტის სასახლის რემონტისთვის 2,5 მილიონი ლარია გამოყოფილი, თუმცა ანზორ ჩუბინიძე არ გამორიცხავს, რომ თანხა გაიზარდოს

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელის, ანზორ ჩუბინიძის ინფორმაციით, ათონელის ქუჩაზე მდებარე საპრეზიდენტო რეზიდენციის სარემონტო სამუშაოებისთვის 2.5-მილიონი ლარია გაწერილი, თუმცა მისივე თქმით, აღნიშნული თანხა საკმარისი არ იქნება.

„ჯერჯერობით ჩამოყალიბებული არ არის, თუ რა დაჯდება მთლიანად რემონტი. დასრულდა გარკვეული ნაწილი, ხოლო გარკვეული ნაწილი კიდევ შესასრულებელია და დათვლის რეჟიმშია. ამაზე სრული პასუხის მოწოდება ერთი თვის ვადაში იქნება შესაძლებელი. 2-მილიონ ნახევარია გაწერილი ხარჯი, თუმცა ეს დასრულებისთვის საკმარისი არ იქნება. ალბათ, მინიმალური ნაწილი კიდევ დაემატება“, - განუცხადა “ინტერპრესნიუსს“ ანზორ ჩუბინიძემ.

კითხვაზე, რა ოდენობით მცირდება საბიუჯეტო თანხები პრეზიდენტის ადმინისტრაციის ავლაბრის სასახლიდან ათონელზე მდებარე რეზიდენციაში გადასვლის შედეგად, ჩუბინიძემ განმარტა, რომ ამაზე პასუხის გაცემა გარკვეული დროის შემდეგ იქნება შესაძლებელი, როცა ათონელზე მდებარე შენობის შენახვის ხარჯი გამოჩნება.

“პასუხის გაცემა შესაძლებელია, თუ რა ჯდებოდა ავლაბრის რეზიდენციის შენახვა. ის თუ რა დაჯდება ათონელის რეზიდენცია, ამაზე პასუხის გაცემას დასჭირდება დრო“, - აცხადებს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი.

იხილეთ ვიდეო: ათონელზე მდებარე პრეზიდენტის სასახლის რემონტისთვის 2,5 მილიონი ლარია გამოყოფილი, თუმცა ანზორ ჩუბინიძე არ გამორიცხავს, რომ თანხა გაიზარდოს

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა