„საპარტნიორო ფონდს“ იაპონიის ელჩი ესტუმრა

„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ ფონდში იაპონიის ელჩი საქართველოში ტადაჰარუ უეჰარა და ელჩის პირველი მდივანი შინჯი სოიამა მიიღო.

როგორც „ინტერპრესნიუსს“„საპარტნიორო ფონდიდან“ აცნობეს, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს საინვესტიციო გარემოს კონკურენტული უპირატესობების შესახებ იმსჯელეს და იაპონელი ინვესტორებისთვის საინტერესო სექტორებზე გაამახვილეს ყურადღება.

იაპონიის ელჩის განცხადებით, საქართველო იდეალური არჩევანია იმ იაპონური კომპანიებისთვის, რომლებსაც ევროპის ბაზრის ათვისება სურთ. თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმები საერთაშორისო ბაზრებზე კი საქართველოს, ამ მხრივ, საუკეთესო პლატფორმად აქცევს.

იაპონიის ელჩი საქართველოში „საპარტნიორო ფონდის“ პროექტებით დაინტერესდა და ქვეყანაში ინვესტორების მოზიდვის მიზნით, ფონდთან აქტიური თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა. ფონდის მენეჯმენტმა, თავის მხრივ, იაპონიის ელჩს ფონდის საქმიანობის, პრიორიტეტებისა და მიმდინარე პროექტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

იაპონიის ელჩმა საქართველოში ტადაჰარუ უეჰარამ იაპონური ინვესტიციების მოზიდვის კუთხით, „საპარტნიორო ფონდის“ როლის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ პოტენციური ინვესტორებისთვის უმსხვილეს სახელმწიფო საფინანსო ინსტიტუტთან თანამშრომლობა რისკების გადაზღვევის თვალსაზრისით, პრიორიტეტულია.

„საპარტნიორო ფონდში“ გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს და იაპონელი ინვესტორებისთვის საქართველოს საინვესტიციო გარემოს გასაცნობად ღონისძიებები დაგეგმეს.

„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე 14-15 მარტს ტოკიოში დაგეგმილ საერთაშორისო ბიზნეს ფორუმში მიიღებს მონაწილეობას და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართავს. საერთაშორისო ბიზნეს ფორუმი ტოკიოში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და Japan External Trade Organization (JETRO) -ის ორგანიზებით ტარდება. ბიზნეს ფორუმში მონაწილეობას ქართული ბიზნეს კომპანიები მიიღებენ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა