მამუკა ბახტაძე - არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ სოფლის მეურნეობაში თეორიულად რა მიმართულებებიც შედის, ყველას დაფინანსება შევძლოთ

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სოფლის მეურნეობაში გვქონდეს სწორი აქცენტები და სწორი ფოკუსი. ჩვენ რა თქმა უნდა არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ სოფლის მეურნეობაში თეორიულად რა მიმართულებებიც შედის, ყველას დაფინანსება შევძლოთ. ეს ეკონომიკურად მიუღებელი და გაუაზრებელიც იქნება“,-ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომამდე გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მამუკა ბახტაძემ იმ პროგრამებზე ისაუბრა, რომელთა საშუალებითაც მეწარმეებს ფინანსებზე წვდომა გაეზრდებათ.

„მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გვქონდეს ძალიან ჯანსაღი, კარგი და რაც მთავარია მდგრადი ფინანსური მექანიზმები მცირე და საშუალო ბიზნესის წასახალისებლად სოფლის მეურნეობაში. ჩვენ დავიწყეთ ახალი საკრედიტო დაზღვევის სქემა, სადაც მნიშვნელოვნად გაძლიერდება სოფლის მეურნეობის კომპონენტი. მე ვფიქრობ ეს არის მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს ისეთი კულტურების განვითარებას საქართველოში, სადაც გვაქვს კონკურენტული უპირატესობა,“-განაცხადა ბახტაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა