ამირან გამყრელიძე - ქვეყანაში წითელას ეპიდემიური აფეთქება ისევ გრძელდება

წითელას ეპიდემიური აფეთქება ქვეყანაში ისევ გრძელდება, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა.

მისივე თქმით, დღეში საშუალოდ 2000-იდან 2500-მდე ადამიანი დამატებით იცრება, რაც, მისი შეფასებით, ძალიან კარგია, რადგან წითელას მხოლოდ მასობრივი აცრა შეაკავებს.

„წითელას ეპიდემიური აფეთქება ქვეყანაში გრძელდება. ყოველდღიური ახალი შემთხვევების რიცხვის მატება არ აღინიშნება, მაჩვენებელი არის ერთი და იგივე დონეზე, დაახლოებით, 30-35 ახალი შემთხვევა. მთლიანად, დღევანდელი რიცხვით, პირველი იანვრიდან მოყოლებული წითელას 1350-მდე შემთხვევა ფიქსირდება. ამიტომ, სერიოზული შემაკავებელი ღონისძიებები ტარდება. ერთ-ერთი შემაკავებელი ღონისძიება გახლავთ წითელას საწინააღმდეგო აცრები. კარგია, რომ მოსახლეობამ ეს გაითავისა და აქტიურად მიდიან ადამიანები პოლიკლინიკებში და იცრებიან. დღევანდელი რიცხვით, 19 იანვრიდან დღემდე, დამატებით 72000 ადამიანია აცრილი და ეს პრინციპში კარგია, რადგან წითელას შეაკავებს მასობრივი აცრა, ანუ იმ ადამიანების აცრა, რომელთაც არ აქვთ გადატანილი წითელა, ან არ ახსოვთ საერთოდ არიან თუ არა აცრილები“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

იხილეთ ვიდეო: ქვეყანაში წითელას ეპიდემიური აფეთქება ისევ გრძელდება

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა