გიორგი ქობულია - სწრაფი ეკონომიკური ზრდისთვის მნიშვნელოვანია ქვეყანამ აქცენტი გააკეთოს ინოვაციების განვითარებაზე

ერთ-ერთი პრიორიტეტული სექტორი, რომელზეც მსურს ყურადღება გავამახვილო, საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებაა. მაღალკვალიფიციურ IT სპეციალისტებზე საკმაოდ დიდი მოთხოვნაა, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ფარგლებს გარეთ. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ IT ის სფეროა, რომელშიც დასაქმება შესაძლებელია ქვეყნის გარეთ რელოკაციის გარეშე, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანაში სწრაფი ეკონომიკური ზრდისთვის მნიშვნელოვანია ქვეყანამ აქცენტი გააკეთოს ინოვაციების განვითარებაზე.

“საქართველოს გააჩნია დიდი პოტენციალი და ინტელექტუალური რესურსი, რომლის კომერციალიზაციისათვის მნიშვნელოვანია საერთაშორისო ტექნოლოგიურ კომპანიებთან თანამშრომლობა და კერძოდ, უცხოური კომპანიების საქართველოს ბაზარზე შემოსვლა. უცხოური პირდაპირი ინვესტიცია ინოვაციებში ქმნის მეტ მაღალკვალიფიციურ სამუშაო ადგილს, ახალისებს და ავითარებს სექტორს, შემოიტანს ახალ კომპეტენციებს, ხელს შეუწყობს მომსახურების ექსპორტს და გლობალურ ღირებულებების ჯაჭვში ჩართავს საქართველოს”, - განაცხადა მინისტრმა. გიორგი ქობულიას თქმით, ამ მიზნისთვის დაქირავებული იქნებიან მსოფლიოში აღიარებული პროფესიონალები, რომლებიც მიზნობრივ ინდუსტრიებში დაიწყებენ მოლაპარაკებებს წამყვან კომპანიებთან საქართველოში რელოკაციისთვის.

მისი თქმით, სამინისტრო მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით მუშაობს გლობალური დონის კერძო აქსელერატორების/ინკუბატორების შემოყვანისთვის საქართველოში, რაც უზრუნველყოფს მაღალი დონის მხარდაჭერას სტარტაპების მსოფლიო ბაზარზე გასაყვანად და ინოვაციური ეკოსისტემის განვითარებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

აღნიშნული პროექტი ასევე უზრუნველყოფს საქართველოს როგორც რეგიონალური ჰაბის პოზიციონირებას და ხელს შეუწყობს რეგიონალური მასშტაბის საინტერესო სტარტაპების მოზიდვას საქართველოს ეკონომიკაში.

ინფორმაციას ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი