გიორგი ქობულია - საპენსიო დანაზოგების ინვესტირება ყველაზე საიმედო ფასიან ქაღალდებში მოხდება

საპენსიო ფონდის პრინციპების მიხედვით, საპენსიო დანაზოგების ინვესტირება ყველაზე საიმედო ფასიან ქაღალდებში მოხდება, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა

მინისტრის თქმით, ეს არის ფასიანი ქაღალდები, რომელთა საიმედოობა პრაქტიკულად არის სუვერენულ დონეზე. ქობულიას განარტებით, ეს ნიშნავს, რომ ამ ფასიანი ქაღალდების გაუფასურების რისკი, პრაქტიკულად, ნულის ტოლია.

„ასეთი სისტემა, პრაქტიკულად, სხვაგან არ არსებობს. ბევრ ქვეყანაში სახელმწიფოს არ შეაქვს საპენსიო ფონდში დამატებით 2 პროცენტს და თანხას დაქირავებულს ახდევინებს. ჩვენ კიდევ უფრო წინ წავედით, მეტი ანგარიში გავუწიეთ ჩვენს მოსახლეობას და სახელმწიფოს შეაქვს კიდევ 2 პროცენტი ყველა მოსახლეზე. ეს არის უპრეცედენტო, ძალიან სასარგებლო რეფორმა.,“ - განაცხადა გიორგი ქობულიამ. მისი თქმით, დღეს მოსახლეობის თანხები არის სადეპოზიტო ანგარიშებზე, რომლის სარგებელიც ინფლაციაზე ბევრად მეტია.

აღანიშნულ ინფორმაციას ეკონომიკისა დ მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა