თევდორე მღვდლის ქუჩაზე, მეორადი ტანსაცმლის საწყობში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია, თუმცა ადგილზე 16 სახანძრო ბრიგადა ჯერ კიდევ რჩება

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, თევდორე მღვდლის ქუჩაზე გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია.

შესაბამისად, როგორც „ინტერპრესნიუსს“ უწყებაში განუცხადეს, ხანძრის გავრცელების საშიშროება აღარ არსებობს. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

„ადგილზე რჩება 16 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა და ამ წუთებში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს“, - აღნიშნეს უწყებაში.

დამწვარია 200-250 კვადრატული მეტრი ფართი. ხანძრის მიზეზი უცნობია.

ცეცხლი მეორადი ტანსაცმლის საწყობში გაჩნდა.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!