ირაკლი კობახიძე თურქეთის სახალხო რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, თანმხლებ დელეგაციასთან ერთად, თურქეთის რესპუბლიკაში ვიზიტს აგრძელებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს, ვიზიტის ფარგლებში კობახიძე დღეს თურქეთის სახალხო რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტს, ქემალ ქილიჩდაროღლუს შეხვდა.

აღსანიშნავია, რომ მხარეებმა საქართველოსა და თურქეთს შორის არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობებისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ იმსჯელეს.

„საუბარი შეეხო ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებს და ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებას.

ყურადღება გამახვილდა ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობისა და მჭიდრო საპარლამენტთაშორისო ურთიერთობების მნიშვნელობაზე“, - ნათქვამია პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციაში.

შეხვედრას საქართველოს პარლამენტის წევრები: არჩილ ხაბაძე, ზვიად კვაჭანტირაძე, ირაკლი კოვზანაძე, კობა ნაკაიძე და რამაზ ნიკოლეიშვილი, ასევე, პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი, ნიკოლოზ სამხარაძე ესწრებოდნენ.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს