დავით სონღულაშვილი - აქცენტები, რომელიც ეკონომიკის მინისტრის პრეზენტაციაში იყო მოყვანილი, ცალსახად შეძლებს იმ მიზნების მიღწევას, რაც სახელმწიფოს უმუშევრობის დასაძლევად აქვს დაგეგმილი

აქცენტები, რომელიც ეკონომიკის მინისტრის პრეზენტაციაში იყო მოყვანილი, ცალსახად შეძლებს იმ მიზნების მიღწევას, რაც სახელმწიფოს დაგეგმილი აქვს უმუშევრობის დაძლევასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის წევრმა დავით სონღულაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

როგორც სონღულაშვილმა აღნიშნა, 50 ათასი ადამიანის გადამზადება სხვადასხვა პროფესიული მიმართულებით, რეგიონების განვითარებასაც ხელს შეუწყობს. „ძალიან საინტერესო იყო ის კონკრეტული სამოქმედო გეგმა, რომელიც მინისტრმა წარმოადგინა და 2019-20 წლებში განახორციელებს სამინისტრო. ის აქცენტები, რომელიც პრეზენტაციაში იყო მოყვანილი, ცალსახად შეძლებს იმ მიზნების მიღწევას, რაც სახელმწიფოს დაგეგმილი აქვს პირველ რიგში უმუშევრობის დაძლევასთან დაკავშირებით. პროფესიული გადამზადება პირველ რიგში იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ ადამიანური კაპიტალი, რომელიც გაგვაჩნია, მაქსიმალურად იყოს ჩართული ქვეყნის განვითარებაში და იმ გეგმებში, რაც სახელმწიფოს აქვს. ძალიან მნიშვნელოვანია პროფესიული გადამზადების ნაწილი იმ კუთხითაც, რომ რეგიონების ჩართულობა აქტიური იქნება და რეგიონების გაძლიერებაც მოხდება“, - განაცხადა სონღულაშვილმა.

რაც შეეხება ოპოზიციის კრიტიკას, რომ მათ ხედვების არმქონე მინისტრს მოუსმინეს, სონღულაშვილი ამბობს, რომ ოპოზიცია ამ შემთხვევაშიც არაკონსტრუქციული იყო. „სამწუხაროდ, ოპოზიციის დამოკიდებულება როგორც ყოველთვის, არაკონსტრუქციულია და მათი მსჯელობა აცდენილი იყო იმ პრეზენტაციას, რაც მინისტრმა გუშინ გააკეთა. ოპოზიციას უნდოდა პოლიტიკურ ჭრილში გადაეყვანა მსჯელობა. აქედან გამომდინარე, ოპოზიციის კომენტარები არასწორი და არაკონსტრუქციულია“, - განაცხადა სონღულაშვილმა.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ გიორგი ქობულიას გუშინ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე მოუსმინეს. მინისტრმა 2019-2020 წლებში უწყების მიერ განსახორციელებელ პროექტებთან დაკავშირებით ხედვა წარმოადგინა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა