ირაკლი კობახიძე - აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განცხადება არის საქართველოს მხარდაჭერის ძალიან მნიშვნელოვანი გამოხატულება

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განცხადება არის საქართველოს მხარდაჭერის ძალიან მნიშვნელოვანი გამოხატულება, - ასე აფასებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მიერ პოლონეთში ვიზიტისას გაკეთებულ განცხადებას.

„ამერიკის შეერთებული შტატები ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი და ძალიან მყარი მხარდამჭერია. ეს მხარდაჭერა სხვადასხვა ფორმით არის გამოხატული. მაიკ პომპეოს განცხადება იყო მხარდაჭერის ძალიან მნიშვნელოვანი გამოხატულება. ასევე, იცით, რომ არაერთ დოკუმენტში აისახა ჩანაწერები, რომელიც ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას უკავშირდება და ამ ჩანაწერებს აქვს თავისი პირდაპირი დატვირთვა. კერძოდ, ის აისახება იმაზე, რომ ჩვენ წარმატებით ვახორციელებთ არაღიარების პოლიტიკას“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, ნატო-ს სამხედრო ბაზაზე სიტყვით გამოსვლისას, მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ რუსეთის შეჭრა საქართველოსა და უკრაინაში აშშ-ის და მისი მოკავშირეების უსაფრთხოებას და ცხოვრების წესს ემუქრება.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს