სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოსა და CNFA საქართველოს შორის მემორანდუმი გაფორმდა

სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოსა და CNFA საქართველოს შორის მემორანდუმი გაფორმდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოდან აცნობეს, მემორანდუმს ხელი სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორმა პაატა შეყელაძემ და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) სოფლის მეურნეობის პროგრამის ხელმძღვანელმა ლუის ფაორომ მოაწერეს.

მათივე ინფორმაციით, მემორანდუმის თანახმად, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს „ერთიანი აგროპროექტის“ ბენეფიციარები, რომლებსაც გააჩნია სამუშაო ადგილების შექმნისა და მცირე და საშუალო ზომის საწარმოების (MSME) შემოსავლების ზრდის მკაფიო პოტენციალი, ფინანსურ და ტექნიკურ დახმარებას მიიღებენ.

„სოფლის მეურნეობის ღირებულებათა ჯაჭვის გამართვისთვის „ერთიანი აგროპროექტის“ ბენეფიციარებისთვის დამატებით ტექნიკური მხარდაჭერა გულისხმობს სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვისა და ბიოწარმოების ხელშეწყობას. აღნიშნული ხელს შეუწყობს ქართულ პროდუქციის საექსპორტო პოტენციალის გაზრდას და ახალი ბაზრების მოძიებას. გათვალისწინებულია ტრენინგების ჩატარება და ფინანსურ მხარდაჭერა მარკეტინგის მიმართულებით.

აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) სოფლის მეურნეობის პროგრამა ვალდებულებას იღებს: დააფინანსოს სურსათის უვნებლობის მართვის საერთაშორისო სისტემებისა და სტანდარტების დანერგვის, აგრეთვე ბიოწარმოების სტანდარტების დანერგვისა და ბიოსერტიფიცირების ღირებულების 50%. უზრუნველყოს საწარმოების ჩართვა შესაბამის სასწავლო პროგრამებში; დააფინანსოს მომსახურების ღირებულების 50%-ი მარკეტინგის და ბრენდინგის მიმართულებით სააგენტოს ის ბენეფიციარი საწარმოები, რომელთა მიერ გამოშვებული პროდუქცია განკუთვნილია საცალო ვაჭრობისთვის; 100%-ით დააფინანსოს სპეციალურად საწარმოთათვის ორგანიზებული ტრენინგები.

თავის მხრივ, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო უზრუნველყოფს საერთაშორისო სისტემების და სტანდარტების დანერგვისა, ბიოსერტიფიცირებისა და მარკეტინგული სერვისების მომსახურების 30%-ის გადახდას, ასევე, მოახდენს ტრენინგებში მონაწილე ბენეფიციარების კადრების მობილიზაციას და ხელს შეუწყობს ტრენინგების წარმატებით ჩატარებას.

სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო ახორციელებს „ერთიან აგროპროექტს“, რომელიც გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია