გიგი წერეთელი აშშ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა

ვაშინგტონში ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში, ასამბლეის პრეზიდენტმა, საქართველოს პარლამენტის წევრმა, გიგი წერეთელმა შეხვედრები გამართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტიდან აცნობეს, კონგრესში „ჰელსინკის კომისიის“ წევრებთან შეხვედრისას, რომელსაც სენატორები როჯერ ვიკერი და ბენ კარდინი და კონგრესმენები კრის სმიტი, რიჩარდ ჰადსონი, რობერტ ადერჰოლტი, სტივ კოენი და შეილა ჯეკსონ ლი ესწრებოდნენ, საუბარი შეეხო ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის აქტივობებს უკრაინის კონფლიქტის, სამხრეთ კავკასიაში არსებული ვითარების, რუსეთთან ურთიერთობის საკითხებსა და ადამიანს უფლებების კუთხით საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ რთულ მდგომარეობას. შეხვედრაზე ტერორიზმის, ტრეფიკინგის და რასიზმის წინააღმდეგ ეუთო-სა და აშშ-ის პარტნიორობის საკითხებიც განიხილეს.

გიგი წერეთელმა ამერიკელ პარტნიორებს უკრაინაში, მოლდოვასა და მაკედონიაში მომავალ საარჩევნო-სადამკვირვებლო მისიებზე ინფორმაცია მიაწოდა და აღნიშნულ ქვეყნებში დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა მიმართულებით არსებული აქტივობები მიმოიხილა.

ვიზიტის ფარგლებში ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი კონგრესის აზიის ქვეკომიტეტის თავმჯდომარეს ბრედ შერმანს შეხვდა, რომელთან ერთად ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრიორიტეტები და რეგიონული უსაფრთხოების და თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

ეუთო-ს რეგიონში კონფლიქტების მონიტორინგის და ადრეული შეტყობინების სისტემებთან მიმართულებით თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს გიგი წერეთელის და აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის კონფლიქტებისა და სტაბილიზაციის დირექტორ, დენის ნატალის და მისი მოადგილის, პიტ მაროკოს შეხვედრისას.

აღსანიშნავია, რომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი აშშ პრეზიდენტის სახელით გამართულ საუზმეს დაესწრო. ღონისძიების ფარგლებში გიგი წერეთელი კონგრესის სპიკერ, ნენსი პელოსის, სახელმწიფო მდივანს მაიკლ პომპეოს და აშშ ელჩს რელიგიური თავისუფლების საკითხებში, ემ ბრაუნბეგს ესაუბრა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა