გიორგი ცუცქირიძე „თიბისი ბანკზე“ - რაც ნაკლები იქნება ამ პროცესში პოლიტიკის ჩართვის მცდელობა და პანიკური აჟიოტაჟი, მით უკეთესი იქნება თავად ბანკისთვის

რაც ნაკლები იქნება პროცესში პოლიტიკის ჩართვის მცდელობა, პროცესის დრამატიზირება და პანიკური აჟიოტაჟი, მით უკეთესი იქნება თავად ბანკისთვის, - ამის შესახებ ეკონომიკურმა ექსპერტმა, პროფესორმა გიორგი ცუცქირიძემ “ინტერპრესნიუსთან“ „თიბისი ბანკის“ ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე საუბრისას განაცხადა.

გიორგი ცუცქირიძე მიიჩნევს, რომ გლობალური კრიზისის შემდგომ პერიოდში, მსგავსი პრობლემები მსოფლიოს არაერთ ძლიერ ბანკს ჰქონია, მაგრამ ამით არც ამ ბანკების რეპუტაცია შელახულა, არც ეკონომიკა დანგრეულა.

„რაც ნაკლები იქნება ამ პროცესში პოლიტიკის ჩართვის მცდელობა, პროცესის დრამატიზირება და პანიკური აჟიოტაჟი, მით უკეთესი იქნება თავად ბანკისათვის, რადგან ასეთ კრიტიკულ სიტუაციებში ბანკი, ნეგატიური მოლოდინებიდან გამომდინარე, ხდება დეპოზიტარების თავისებური მძევალი.

2008 წლის გლობალური კრიზისის შემდგომ პერიოდში, მსგავსი პრობლემები მსოფლიოს არაერთ ძლიერ ბანკს ჰქონია, მაგრამ ამით არც ამ ბანკების რეპუტაცია შელახულა, არც ეკონომიკა დანგრეულა და არც მეანაბრეები გაქცეულან ბანკებიდან. შესაბამისად, არც საზედამხედველო გადაწყვეტილებები დამდგარა ეჭქვეშ, რადგან კანონმორჩილი მოქალაქის ინტერესი დგას ყველაფერზე მაღლა. ნიშანდობლივია, რომ მარტო 2009-2015 წლებში აშშ-ის და ევროპის წამყვანი 20 უნივერსალური ბანკის მიერ გადახდილი საზედამხედველო მოსაკრებელი, მათ შორის ჯარიმების და საურავების სახით, გადასახადების დამალვის, ლიმიტების დარღვევის თუ ქვეკონტრაქტორებთან დაკავშირებულ ოპერაციებზე ფინანსური ინფორმაციის დაგვიანების ან დამალვის გამო, გაიზარდა 45 ჯერ“, - განაცხადა გიორგი ცუცქირიძემ.

ეროვნული ბანკი თიბისი ბანკისგან სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და თავმჯდომარის მოადგილის მიერ საბჭოს წევრობის დატოვებას ითხოვს. მათივე ინფორმაციით, რეგულატორის მოთხოვნა უკავშირდება 2007-2008 წელს შესრულებულ კონკრეტულ ტრანზაქციებს, რომლებიც ეროვნული ბანკის მიერ კლასიფიცირდება როგორც ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი კანონმდებლობის დარღვევა.

თავის მხრივ „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, მამუკა ხაზარაძის ადვოკატი ზვიად კორძაძე საქართველოს ეროვნული ბანკის მოთხოვნას, რომლის მიხედვითაც სებ-ი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოდან მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის გადადგომას ითხოვს, სასამართლოში გაასაჩივრებს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს გენერალურ პროკურატურაში „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით გამოძიება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე მიმდინარეობს. როგორც პროკურატურაში განმარტავენ, 2008 წლის აპრილ-მაისში, კომპანიებმა შპს „სამგორი M-მა“ და „სამგორი თრეიდმა“ „თიბისი ბანკისგან“ საბრუნავი სახსრების შევსების მიზნობრიობით დაახლოებით 17 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით სესხი აიღეს, რაც იმავე დღეს სესხის სახით გაცემული იქნა ფიზიკურ პირებზე - ბადრი ჯაფარიძესა და მამუკა ხაზარაძეზე. როგორც პროკურატურაში განმარტავენ, მთელ ამ პერიოდში საგულისხმოა ის ფაქტი, რომ არც „სამგორი M-სა“ და არც „სამგორი თრეიდის“ მიერ სესხის სახით აღებული თანხის გაღება არ მომხდარა, ხოლო მოგვიანებით მათი ჩანაცვლება მოხდა ოფშორში რეგისტრირებული კომპანიით და დღემდე ეს თანხა ანაზღაურებული არ არის „თიბისი ბანკისთვის“.

პაატა ზაქარეიშვილი - რუსეთი ცხინვალის რეგიონში აქტიურობით ცდილობს აიძულოს საქართველო რაღაც ფორმით გადავიდეს მოსკოვთან დიალოგის ფორმატზე
ქართული პრესის მიმოხილვა 13.09.2019
მეთიუ ბრაიზა - დიდი პრობლემაა, რომ დონალდ ტრამპი ხშირად არც კი უსმენს მის მთავარ მრჩევლებს, რომლებიც ამბობენ - „ყურადღება მიაქციეთ საქართველოს“
დენიელ ფრიდი - ამერიკა არც „პროსააკაშვილურია“ და არც „პროივანიშვილური“, ჩვენ საქართველოს მხარეს ვართ
ტექნიკის უდიდესი გამოფენა ევროპაში, სახელწოდებით IFA 2019, ბერლინში დასრულდა
პუტინს ცემახი უსათუოდ სჭირდება (R)
ვანო ჩხარტიშვილი - მამუკა ხაზარაძე ურცხვად ტყუის
სუპერმარკეტების ქსელი „მაგნიტი“ გრანდიოზულ წამახალისებელ გათამაშებას იწყებს
გალფი ტურისტული ზონების დასუფთავების მასშტაბურ აქციას იწყებს
გალფი ტურისტული ზონების დასუფთავების მასშტაბურ აქციას იწყებს