დავით სერგეენკო - წითელაზე ვაქცინაციის მსურველთა ნაკადი მაღალია და თავი დავიზღვიეთ, რომ თუნდაც რამდენიმესაათიანი შეფერხებაც არ ყოფილიყო

ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს განცხადებით, თურქეთიდან წითელას ვაქცინის 100 000 დოზა უკვე შემოსულია, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ მისი დისტრიბუცია რაიმე მიზეზით შეფერხდება, ქვეყანაში ვაქცინების საკმარისი რაოდენობა არსებობს. ამის შესახებ დავით სერგეენკომ “ინტერპრესნიუსის” შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა. მინისტრის განცხადებით, წითელას გეგმური ვაქცინაციის ჩატარების მაჩვენებელი იზრდება.

„ვაქცინებზე შეფერხება არასდროს არ ყოფილა. ჩვენ წითელას ეპიდაფეთქებამდე ვაქცინის 150 000 დოზა გვქონდა. ვაქცინირებულია 65 000 ადამიანი. ქვეყანაში ვაქცინების რაოდენობა არის. იქიდან გამომდინარე, ვაქცინირების ნაკადი მაღალია, რაც ძალიან კარგია - ადამიანები გეგმურ აცრას იკეთებენ, ჩვენ თავი დავიზღვიეთ, რომ თუნდაც რამდენიმესაათიანი შეფერხებაც არ ყოფილიყო. თურქეთიდან ეს ვაქცინა უკვე შემოსულია. მისი დისტრიბუცია რაიმე მიზეზით რამდენიმე საათით რომც შეფერხდეს, საკმარისი მარაგი, დაახლოებით, 70 000 დოზა ქვეყანაში გვაქვს”,- განაცხადა დავით სერგეენკომ.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა