ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, 2018 წლის ბოლოს დევნილებისთვის თბილისში შეძენილი ბინები,  სავარაუდოდ, 2019 წლის მაისში განაწილდება

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, გრიგოლ გიორგაძის განცხადებით, 2018 წლის ბოლოს დევნილებისთვის თბილისში შეძენილი ბინები სავარაუდოდ, 2019 წლის მაისში განაწილდება. ამის შესახებ გრიგოლ გიორგაძემ მენაშენეებისთვის გამართულ ღია კარის დღეზე ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი ინფორმაციით, 2018 წლის ბოლოს დევნილებისთვის შეძენილი 550 ბინის ჩაბარების პროცესი ეტაპობრივად განხორციელდება.

„სამინისტრომ მენაშენეებისათვის მორიგი კონკურსი გამოაცხადა. ჩვენ ვგეგმავთ, რომ თბილისში დაახლოებით, 700-მდე ბინა შევისყიდოთ, ასევე, 40-მდე ბინა ქალაქ გორში. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ წლის ბოლოს შესყიდვები უკვე განვახორციელეთ და თბილისში 500-ზე მეტი ბინა შევიძინეთ. ასევე, გარკვეული რაოდენობით ბინები შევიძინეთ მარნეულსა და ხაშურში. ეს სწორედ ის ქალაქებია, სადაც მშენებლობას სამინისტრო არ ახორციელებს. ჩვენ მასშტაბურ მშენებლობებს იმერეთში, სამეგრელოში ვახორციელებთ და ამ ეტაპზე თბილისში არის საჭიროება, რომ მენაშენეებისგან ბინები გამოვისყიდოთ. ამას ორმაგი ეფექტი აქვს: დევნილებისთვის შევიძენთ გარემონტებულ ბინებს და ასევე, მენაშენეებისთვის ეს არის სტიმული, რათა სახელმწიფოს მხრიდან მათი წახალისება მოხდეს”,- განაცხადა გრიგოლ გიორგაძემ.

აღსანიშნავია, რომ წელს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო დევნილი ოჯახებისთვის მენაშენეებისგან 700-ზე მეტ ბინას კონკურსის წესით შეისყიდის.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე