შს მინისტრი ფარული ჩანაწერების საქმეზე - თუ საერთაშორისო პარტნიორებისთვის დახმარების თხოვნა დაგვჭირდება,  გავაკეთებთ ამას და როგორც ჩანს, ამას გავაკეთებთ

თუ საერთაშორისო პარტნიორების დახმარების თხოვნა დაგვჭირდება, გავაკეთებთ ამას და როგორც ჩანს, უახლოეს პერიოდში ამას გავაკეთებთ, - ასე უპასუხა შს მინისტრმა გიორგი გახარიამ პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერების საქმის გამოძიების თაობაზე დასმულ შეკითხვას.

მისი თქმით, შსს ვერ განასხვავებს იმ ადამიანს, რომელმაც ჩანაწერი პირველმა გაავრცელა და იმ ადამიანებს, რომლებმაც ვიდეო შეინახეს და შემდეგ გაავრცელეს.

“დღეს ამ საქმესთან დაკავშირებით დაწყებულია დევნა 18 ადამიანზე. გამოძიება აქტიურ ფაზაშია. ჩვენი ძირითადი მიზანია პირველწყაროს დადგენა. თუ ამ მიმართულებით დაგვჭირდება საერთაშორისო პარტნიორების დახმარების თხოვნა, გავაკეთებთ ამას და როგორც ჩანს, უახლოეს პერიოდში ამას გავაკეთებთ. მეორე - მარტივია საუბარი მსგავს დანაშაულზე სხვადასხვა სპეკულირების ტონალობით, მაგრამ ერთი რამ უნდა ვიცოდეთ - ჩვენ ვერ დავუშვებთ სხვაობას გავრცელების პირველწყაროს, შენახვას ან გავრცელებას შორის, ეს შეუძლებელი იქნება მსგავს დანაშაულთან ეფექტური ბრძოლისთვის. ამიტომ ის, რასაც დღეს გამოძიება აკეთებს, უნდა გაგრძელდეს. მსგავსი ჩანაწერების გავრცელება და ფლობა არამხოლოდ ამორალურია, ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული და შსს ყოველთვის იქნება იძულებული, ჰქონდეს შესაბამისი რეაგირება", - განაცხადა გახარიამ.

იხილეთ ვიდეო: შს მინისტრი ფარული ჩანაწერების საქმეზე - თუ საერთაშორისო პარტნიორებისთვის დახმარების თხოვნა დაგვჭირდება, გავაკეთებთ ამას

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა