აფხაზეთის მთავრობის ხელმძღვანელის პოსტი შესაძლოა, ლუკა კურტანიძემ დაიკავოს

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ხელმძღვანელის პოსტზე ვახტან ყოლბაია შესაძლოა, ლუკა კურტანიძემ ჩაანაცვლოს.

როგორც “ინტერპრესნიუსისთვის“ გახდა ცნობილი, მარტის თვეში აფხაზეთის მთავრობაში საკადრო ცვლილებები იგეგმება, ხელმძღვანელის თანამდებობაზე კი ერთ-ერთ კანდიდატად სწორედ ლუკა კურტანიძე განიხილება.

თავის მხრივ, ლუკა კურტანიძე აღნიშნულ ინფორმაციაზე „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში აცხადებს, რომ „ამ გამოწვევისთვის მზად არის“.

„თუ ეს საკითხი განიხილება და ვინმე საუბრობს ამ თემაზე, ჩემთვის ძალიან დიდი პატივია. მე აფხაზეთთან მაკავშირებს დიდი ტკივილი, დიდი ტრაგედია და დიდი იმედი, რომელიც მჯერა, ოდესმე განხორციელდება, მეტს ამ თემაზე ვერაფერს ვიტყვი. მზად ვარ ამ გამოწვევისთვის. ეს იქნება ნაბიჯი გადადგმული შეწირულობისკენ. ერთადერთი ოცნება, რაც იქ დაბადებულ - გაზრდილს მაკავშირებს, არის რომ ოდესმე დავბრუნდეთ იქ საცხოვრებლად. მზად ვარ, თავი შევწირო იმას, რაც არის ჩვენთვის უმთავრესი - აფხაზეთის დაბრუნება და საქართველოს გამთლიანება,“- განუცხადა "ინტერპრესნიუსს“ ლუკა კურტანიძემ.

მოსალოდნელ საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით „ინტერპრესნიუსი“ აფხაზეთის მთავრობასაც დაუკავშირდა, თუმცა როგორც განაცხადეს, აღნიშნულ თემაზე ინფორმაციას არ ფლობენ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი უკვე 6 წელია ვახტან ყოლბაიაა. მან პოსტზე 2013 წლის აპრილში გია ბარამია შეცვალა.

იხილეთ ვიდეო: აფხაზეთის მთავრობის ხელმძღვანელის პოსტი შესაძლოა, ლუკა კურტანიძემ დაიკავოს

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის