ირაკლი კობახიძე - სადაც პირველი პირი პრემიერია, წესით, არ უნდა იყოს წარმოდგენილი პრეზიდენტი, რომელიც სიმბოლური თვალსაზრისით სახელმწიფოს მეთაურია

იქ, სადაც პირველი პირი არის პრემიერ-მინისტრი, წესით, არ უნდა იყოს წარმოდგენილი პრეზიდენტი, რომელიც სიმბოლური თვალსაზრისით სახელმწიფოს მეთაურია, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა პრეზიდენტის სურვილს, ჩართული იყოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მუშაობაში. მისი თქმით, ამასთან დაკავშირებით იქნება მსჯელობა.

„ჩვენ ამასთან დაკავშირებით გვექნება მსჯელობა. ეს არის სამართლებრივი საკითხი. იქ, სადაც პირველი პირი არის პრემიერ-მინისტრი, პრეზიდენტი, რომელიც სიმბოლური თვალსაზრისით სახელმწიფოს მეთაურია, წესით არ უნდა იყოს წარმოდგენილი. თუმცა მზად ვართ, რა თქმა უნდა, იმისთვის, რომ განვიხილოთ ყველა საკითხი,“ - განაცხადა კობახიძემ.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს