ადვოკატი - დეკანოზ გიორგი მამალაძეს უჭირს მეტყველება და ვერ ამოძრავებს მარჯვენა კიდურს

უჭირს მეტყველება და ჩვეულებისამებრ ვერ ამოძრავებს მარჯვენა კიდურს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმა, გიორგი ფანცულაიამ განუცხადა.

ადვოკატის ინფორმაციით, კვლევები ამ ეტაპზეც მიმდინარეობს, თუმცა უკვე ცნობილია, რომ დეკანოზი მომდევნო რამდენიმე დღე კლინიკაში დარჩება. მისივე თქმით, მამალაძეს რამდენიმე საათში პალატაში გადაიყვანენ.

"უჭირს მეტყველება და ვერ ამოძრავებს მარჯვენა კიდურს, უჭირს სიმძიმის დაკავება. ჩვენ ჯერ არ შევხვედრილვართ და მივიღეთ პირობა, რომ როცა შესაძლებელი იქნება, ვნახავთ დეკანოზს. იმედია, მდგომარეობა არ გაუარესდება. კვლევები ახლაც მიმდინარეობს", - აღნიშნა გიორგი ფანცულაიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა