გაერო-ს ქალთა ორგანიზაციამ „სიდას“ თანამშრომლობის  ხელშეკრულება შეუჩერა

გაერო-ს ქალთა ორგანიზაციამ სამოქალაქო განვითარების სააგენტოს (CiDA) თანამშრომლობის ხელშეკრულება შეუჩერა.ამის შესახებ განცხადება გაერო-ს ქალთა ორგანიზაციამ თავის ოფიციალურ „ფეისბუქ“ გვერდზე გამოაქვეყნა.

„მიმდინარე წლის 12 თებერვალს გაერო-ს ქალთა ორგანიზაციამ პროექტის „ერთობლივი ძალისხმევა ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის საქართველოში“ ერთ-ერთ პარტნიორს, სამოქალაქო განვითარების სააგენტოს (CiDA)-ს თანამშრომლობის ხელშეკრულება შეუჩერა. შეჩერების მიზეზი გახდა სამოქალაქო განვითარების სააგენტოს მიმართ გამოთქმული რამდენიმე ბრალდება ფინანსურ გადაცდომასთან და სამუშაო ადგილზე არსებულ არაჯანსაღ კულტურასთან დაკავშირებით. გაერო-ს ქალთა ორგანიზაცია ინარჩუნებს ვალდებულებას, პირდაპირი ტექნიკური მხარდაჭერა აღმოუჩინოს კერძო სექტორის იმ კომპანიებს, რომლებთანაც CiDA თანამშრომლობდა”, - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, „სამოქალაქო განვითარების სააგენტოს“ (სიდას) სამსახურიდან გაშვებული თანამშრომელი, 3 თვის ორსული ლიკა კასრაძე ორგანიზაციას უსამართლო მოპყრობაში და საბუთების სავარაუდო გაყალბებასა და ფინანსურ დარღვევებში ადანაშაულებს.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს