აფხაზეთის მთავრობამ თბილისის ილორის მშენებარე ეკლესიას მაცხოვრის ხატი შესწირა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის თბილისის მეტოქიონს მაცხოვრის ხატი შეწირა. ამასთან დაკავშირებით ეკლესიის წინამძღვარმა მამა ლევანმა წირვა-ლოცვა აღავლინა.

როგორც ,,ინტერპრესნიუსს“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობიდან აცნობეს, ხატი ვარძიის მაცხოვრის ფრესკის ასლს წარმოადგენს და ის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა, ხატმწერმა ქეთევან ბელიაშვილმა ფონიჭალის ყოველთა წმინდათა სახელობის ტაძრის არქიმანდრიტ პეტრეს (ძინძიბაძე) ლოცვა-კურთხევით საგანგებოდ ნატო კორსანტიასთვის დაწერა და აფხაზეთს მიუძღვნა. 13 თებერვალს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დიდ დარბაზში კრებულის „აფხაზეთი სავიზიტო ბარათად“ გამართულ პრეზენტაციაზე იდეის ავტორმა და შემდგენელ-რედაქტორმა ნატო კორსანტიამ ხატი ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის თბილისის მეტოქიონისთვის შესაწირად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელ ვახტანგ ყოლბაიას გადასცა.

უწყების ინფორმაციით, ტაძარში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი მანანა ქვაჩახია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარე კონსტანტინე კუჭუხიძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის უფროსი ოთარ გარმელია, კრებულის „აფხაზეთი სავიზიტო ბარათად“ ავტორი ნატო კორსანტია, ხატმწერი ქეთევან ბელიაშვილი და დევნილი საზოგადოება იმყოფებოდნენ.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი