სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ბაზარზე ცხენის ხორცის უკანონოდ განთავსების შემთხვევები აღკვეთეს

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბაზარზე ცხენის ხორცის უკანონოდ განთავსების შემთხვევები აღკვეთა. ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, სურსათის ეროვნული სააგენტო სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში ახორციელებს ხორცის ნიმუშების სახეობრივ კვლევას სარეალიზაციო ბაზარსა და საზოგადოებრივი კვების ობიექტებში.

„ლაბორატორიული კვლევის შედეგად ბაზარზე ცხენის ხორცის უკანონოდ განთავსების არაერთი შემთხვევა გამოვლინდა, რასაც სააგენტოს მყისიერი რეაგირება მოჰყვა - სურსათი ბაზრიდან გამოითხოვეს, განხორციელდა ზედამხედველობა და ბიზნესოპერატორებს დაეკისრათ კანონმდებლობით გათვალისწინებული ჯარიმები. უკანონოდ მიჩნეული ხორცის განთავსების ფაქტები სამომხმარებლო ბაზარსა და კვების ობიექტებში აღკვეთილია. დამატებითი მოკვლევის მიზნით საქმეები გადაეცა შესაბამის უწყებებს“, - აცხადებენ სურსათის ეროვნულ სააგენტოში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა