ბათუმში 154 დევნილ ოჯახს ბინა გადაეცა

ბათუმში ახალაშენებულ კორპუსებში ბინა 154 დევნილ ოჯახს გადაეცა.როგორც „ინტერპრესნიუსს“აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის პრესსამსახურიდან აცნობეს, იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს ახალი ბინის გასაღები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ გადასცეს.

ბათუმში, ლეონიძის ქუჩაზე, ორი 16-სართულიანი კორპუსი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის „მთავრობის ერთობლივი პროექტის ფარგლებში აშენდა.

სამინისტროს ბიუჯეტიდან კორპუსების მშენებლობისთვის გამოყოფილმა თანხამ 9 000 000 ლარზე მეტი შეადგინა. აჭარის მთავრობამ კი ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ წაბლანაში 1989 წელს, სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების განსახლების მიზნით ბათუმში 5000 კვ.მ მიწის ნაკვეთი და 1 550 000 ლარი გამოყო.

ამავე კორპუსებში საცხოვრებელ ფართს სოფელ წაბლანაში სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული 208 ეკომიგრანტი ოჯახიც მიიღებს.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა