მამუკა ბახტაძე ალექსის ციპრასს შეხვდა

საქართველოსა და საბერძნეთის ისტორიულ კავშირებზე, მეგობრულ ურთიერთობებსა და თანამშრომლობის კიდევ უფრო მაღალ დონეზე გადაყვანაზე ისაუბრეს საქართველოსა და საბერძნეთის პრემიერ-მინისტრებმა დღეს გამართულ შეხვედრაზე.

მამუკა ბახტაძისა და ალექსის ციპრასის მოლაპარაკებები მიუნხენის უსაფრთხოების 55-ე კონფერენციის ფარგლებში შედგა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე აღინიშნა ორ ქვეყანას შორის არსებული მაღალი დონის პოლიტიკური თანამშრომლობა და ეკონომიკური კუთხით არსებული პოტენციალი, მათ შორის სავაჭრო ურთიერთობების კონტექსტში.

ყურადღება გამახვილდა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესზე, რასთან დაკავშირებითაც ბერძნულმა მხარემ ცალსახა მხარდამჭერი პოზიცია კიდევ ერთხელ დააფიქსირა.

პრემიერ-მინისტრებმა ასევე ისაუბრეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასა და მთავრობის სამშვიდობო ინიციატივაზე - “ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ”. ალექსის ციპრასმა აღნიშნა, რომ საბერძნეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს და საქართველოს მთავრობის პრაგმატულ და კონსტრუქციულ მიდგომებს მიესალმება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა