მამუკა ბახტაძე  - აშშ გახლავთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და საქართველო - აშშ-ის დღეს ურთიერთობა ყველაზე მაღალ დონეზეა

აშშ-ი გახლავთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და საქართველო-აშშ-ის დღეს ურთიერთობა ყველაზე მაღალ დონეზეა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მიუნხენში აშშ-ის თავდაცვის მდივან პატრიკ შანაჰანთან გამართული შეხვედრის შეფასებისას განაცხადა. ინფორმაციას პრემიერის პრესსამსახური ავრცელებს.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ თავდაცვის მდივანთან ძალიან მნიშვნელოვანი და შედეგზე ორიენტირებული საუბარი გაიმართა.

“აშშ-ი გახლავთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და საქართველო-აშშ-ის დღეს ურთიერთობა ყველაზე მაღალ დონეზეა. ეს არ არის მხოლოდ ჩემი მოსაზრება, ეს არის ყველა ექსპერტის შეფასება. ვინაიდან ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები ასე ღრმავდება, ჩვენ აქცენტს ვაკეთებთ გრძელვადიან პროგრამებზე. ხუთწლიანი პროგრამა სწორედ ამას გულისმხობს და მასში იქნება ძალიან მნიშველოვანი აქცენტები, რომელიც ორივე ქვეყნის ეროვნულ ინტერესშია”, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს