ბათუმში მაღალსართულიანი კორპუსების მშენებლობის წინააღმდეგ აქცია იმართება

"ქალაქის მერია ბათუმის მტერია", "შეწყდეს ბათუმის ნგრევა და მაღალი კორპუსების მშენებლობა", - ამ ლოზუნგებით ბათუმში, ვარდების სკვერში მოქალაქეთა ნაწილი საპროტესტო აქციას მართავს. შეკრებილები აცხადებენ, რომ აჭარის მთავრობაში შექმნილი ე.წ. ზონალური საბჭო დაუყოვნებლივ უნდა გაუქმდეს, რადგან საბჭო ქალაქში ინვესტიციების მოზიდვის სახელით ბათუმს აბეტონებს.

აქციის მონაწილეები ასევე ბათუმის მერიას მოუწოდებენ, რომ პორტში ქიმიური ტერმინალის მშენებლობის ნებართვას გარემოს ზედამხედველობის ანგარიშის გარეშე ხელი არ მოაწეროს. აქციის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ კონკრეტული მაღალჩინოსნების კერძო ინტერესები იკვეთება, რაც კორუფციის ეჭვებს ბადებს.

შეკრებილები ამბობენ, რომ თუ მათ მოთხოვნებს არ გაითვალისწინებენ, რადიკალურ ზომებს მიმართავენ და პერნამენტულ აქციებს გამართავენ.

ესტონეთის ელჩი - მიმდინარე კვირას თბილისს ვტოვებ - ჩემი წასვლა ასახავს თუ არა საქართველო-ესტონეთის არსებულ ურთიერთობას? - რა თქმა უნდა, ასახავს, ამის დამალვა არ შემიძლია!
ქართული პრესის მიმოხილვა 09.03.2026
გიორგი მელაშვილი - „ქართული ოცნების“ ქმედებების გამო მცირდება როგორც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შანსები, ასევე ჩვენი სატრანზიტო ფუნქცია
საქართველოში Kinkladze Foundation დაფუძნდა - ინიციატივა ახალგაზრდების გაძლიერებასა და მასობრივი ფეხბურთის განვითარებას ემსახურება
სააქციო საზოგადოება „ნიკორა“ რებრენდინგის შედეგად საქმიანობას „ნიკორა მენეჯმენტ ჯგუფის“ (NMG) სახელით განაგრძობს
რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება