დავით სერგეენკოს განცხადებით, გრიპის ვირუსის გავრცელების მეორე ტალღასთან დაკავშირებით თეორიული მოლოდინია და მცირე პიკისთვის ჯანდაცვის სისტემა მზადაა

საბედნიეროდ, სეზონური გრიპით ავადობის მაჩვენებლები უკვე სეზონურ ფონზე ჩამოდის,- ამის შესახებ დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ჟურნალისტებს განუცხადა.

მინისტრის თქმით, ვირუსის გავრცელების მეორე ტალღასთან დაკავშირებით თეორიული მოლოდინი არსებობს და მცირე პიკისთვის ჯანდაცვის სისტემა მზადაა.

„რაც შეეხება მეორე ტალღას, ეს არის თეორიული, პოტენციური მოლოდინი, რადგან ჩვენ 3-4 კვირიანი ფაზით ვასწრებთ საშუალო ევროპულ მაჩვენებელს, ვვარაუდობთ, რომ შეიძლება იყოს. თუკი იქნება, იქნება პატარა პიკი, ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა მზადაა”, - განაცხადა სერგეენკომ.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა