აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი - ისრაელში აჭარის მიმართ ინტერესი იზრდება

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონის ტურისტული პროდუქტები თელავივის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე „IMTM 2019“ წარადგინა. აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ტურისტულ გამოფენაზე ვიზიტორები აჭარაში მოგზაურობითა და რეგიონის ტურისტული შესაძლებლობებით დაინტერესდნენ. ინფორმაციას აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ავრცელებს.

გამოფენაზევე ისრაელში წამყვანმა სამოგზაურო ვებ-გვერდმა „lametayel.co.il“ ბათუმი 2018 წლის საუკეთესო ტურისტულ მიმართულებად დაასახელა და დეპარტამენტის წარმომადგენლებს სპეციალური ჯილდო გადასცა.

თელავივის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში 50 ქვეყნის 1600-მდე კომპანია და საჯარო სამსახური მონაწილეობდა. გამოფენის ფარგლებში დეპარტამენტის წარმომადგენლებმა შეხვედრები გამართეს მედიის, ტურისტული კომპანიებისა და ტურიზმის საჯარო სამსახურების წარმომადგენლებთან, რომლებთან თანამშრომლობითაც მიმდინარე წელს აჭარაში ინფო და პრესტურები იგეგმება. ტურისტულ გამოფენაზე აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან და ტურისტულ სააგენტოებთან ერთად მონაწილეობდა.

„აჭარისთვის ისრაელი მნიშვნელოვანი სამიზნე ქვეყანაა, სადაც რეგიონის პოპულარიზაცია აქტიურად მიმდინარეობს. შესაბამისად, იზრდება ისრაელიდან აჭარაში საერთაშორისო მოგზაურებისა და ფრენების რაოდენობა. 2018 წელს, თელავივიდან ბათუმის მიმართულებით ფრენებს 4 ავიაკომპანია ასრულებდა, წლის განმავლობაში კი, რეგიონში 55,3%-ით მეტი საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი განხორციელდა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს