„შემოქმედებითი საქართველო“ 4 კონკურსს აცხადებს

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, 2019 წლის თებერვალ-მარტში სსიპ „შემოქმედებითი საქართველო“ ოთხ კონკურსს აცხადებს: ფესტივალების ხელშეწყობა, თანამედროვე სახვითი ხელოვნების ხელშეწყობა, შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარება და ხელოვანთა მობილობა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან აცნობეს, საკონკურსო წესით დაფინანსების ეს მოდელები პირდაპირ კავშირშია ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ვალდებულების შესრულებასთან, კერძოდ კი კულტურის სფეროში თანამშრომლობა და კულტურული გაცვლები, ხელოვნებისა და ხელოვანთა მობილურობა, კულტურის სფეროს ინსტიტუციური გაძლიერება და კულტურათაშორისი დიალოგი.

„კონკურსების გამოცხადება კულტურის პოლიტიკის სტარტეგიული დოკუმენტის და ევროკავშირის ექსპერტების რეკომენდაციების პირდაპირი შესრულებაა, რაც საჯარო დაფინანსების მოდელის შეცვლას, კერძოდ კი, სამინისტროდან მაქსიმალურად დაფინანსების შემცირებას და ე.წ. ქოლგა ორგანიზაციების შექმას გულისხმობს, რომლებიც თავის მხრივ, სექტორულ განვითარებას და სტრატეგიული ვალდებულებების შესრულებას უზრუნველყოფენ. ამ კუთხით, სსიპ შემოქმედებითი საქართველო ერთ-ერთია, რომელიც ამ მოდელის შემსრულებელია და იგი შემოქმედებითი ინდუსტრიების და სახვითი ხელოვნების ხელშეწყობას უზრუნველყოფს.

კონკურსები საპროექტო განაცხადების მიღებაზე გამოცხადდება წელიწადში ორჯერ: თებერვალ-მარტისა და ივნისი-ივლისის თვის შუალედებში. ხელოვანთა მობილობა კი, ღია კონკურსის წესით გასტანს 2019 წლის 15 ნოემბრამდე.

აღნიშნული კონკურსები საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება“, - ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა