ფედერიკა მოგერინი - რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის ახალი სანქციების შესახებ გადაწყვეტილება შესაძლოა, უახლოეს ორ კვირაში მივიღოთ

რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის ახალი სანქციების შესახებ გადაწყვეტილება შესაძლოა, უახლოეს კვირებში იქნეს მიღებული. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ფედერიკა მოგერინიმ განაცხადა.

„უახლოეს ორ კვირაში შეიძლება, მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება სანქციების შესახებ, ბოლო მოვლენებთან დაკავშირებით. ადგილზე მოვლენების ნეგატიურად განვითარებას ვხედავთ და ვიმედოვნებ, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნები ერთსულოვნები იქნებიან ახალი სანქციების დაწესების საკითხში“, - აღნიშნა ფედერიკა მოგერინიმ.

მისივე თქმით, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ევროკავშირი რუსეთს არა მხოლოდ უწესებდა ახალ სანქციებს, ასევე ინარჩუნებდა ერთსულოვნებას აღნიშნულ საკითხში.

„თავიდანვე ვამბობდი, რომ სანქციების მიზანი არ არის მათი სამუდამოდ შენარჩუნება, არამედ ზეწოლის განხორციელება და ერთ დღეს, შედეგის მიღწევის შემდეგ მათი მოხსნა. თუმცა, ჯერ დადებით ნაბიჯებს ვერ ვხედავთ და ამიტომაც სანქციები რჩება“, - დასძინა მოგერინიმ.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს